STADA Georgia
CapVest-მა დაასრულა STADA-ს აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენა
ბად-ფილბელი, გერმანია / ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — 2026 წლის 31 მარტს — საინვესტიციო კომპანია CapVest Partners LLP («CapVest») განაცხადა STADA Arzneimittel AG («STADA» ან «კომპანია»)-ს აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენის თაობაზე გარიგების დასრულების შესახებ — ჯანდაცვისა და ფარმაცევტიკის სფეროში ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო კომპანიის, რომელიც სპეციალიზებულია სამომხმარებლო ჯანდაცვაზე, ჯენერიკებზე და სპეციალიზებულ სამკურნალო პრეპარატებზე.
2025 წლის მნიშვნელოვან შედეგებზე დაყრდნობით, გარიგების დასრულება CapVest და STADA-ს გუნდებს კომპანიის გლობალური ზრდის აჩქარების თაობაზე ამბიციური გეგმების ერთობლივად რეალიზაციის და ასევე კაპიტალის ორგანული ზრდისა და ახალი სტრატეგიული შენაძენების განვითარებისკენ მიმართვის შესაძლებლობას მისცემს.
დღესდღეობით STADA-ში მუშაობს მთელ მსოფლიოში დაახლოებით 12 000 თანამშრომელი. კომპანია წარმოადგენს წამყვან დივერსიფიცირებულ გლობალურ პლატფორმას ჯანდაცვის სფეროში, რომელიც სტრატეგიულად ფოკუსირებულია სამომხმარებლო ჯანდაცვაზე, ჯენერიკებსა და სპეციალიზებულ პრეპარატებზე. STADA-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რეკორდული შემოსავალი - 4.3 მილიარდი ევრო (წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით ზრდა) ოდენობის და კორექტირებული EBITDA ისტორიული მაქსიმუმის — 961 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური წლის მაჩვენებელი.
STADA-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ გოლდშმიდტმა აღნიშნა: «ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გარიგება დავასრულეთ. ჯანდაცვის სექტორში CapVest-ის ღრმა ექსპერტიზა, და ასევე მათი ერთგულება ჩვენი ამბიციური ზრდის გეგმების მხარდაჭერის მიმართ, მომავალში მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული მიზნების რეალიზაციის გზაზე».
CapVest-ის პარტნიორმა მეტტ ფარჯიმ დაამატა: «სანამ ჩვენ გარიგების დასრულებაზე ვმუშაობდით, STADA-ს გუნდმა განაგრძო მყარი ზრდის დემონსტრირებას ძირითად რეგიონებსა და მიმართულებებში — სამომხმარებლო ჯანდაცვაში, ჯენერიკებში, ბიოსიმილარებსა და ინოვაციურ პრეპარატებში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ახლა შეგვიძლია აქტიურად ვიმუშაოთ ერთად ჩვენი ერთობლივი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად».
გარიგება დასრულდა ყველა საჭირო სარეგულატორო ნებართვის მიღების და დასრულების სტანდარტული პირობების შესრულების შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
წინამდებარე შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს და არ უნდა იყოს განხილული როგორც ნებისმიერი პერიოდის შემოსავლის პროგნოზი ან შეფასება, და არ უნდა იქნას გამოყენებული STADA-ს საქმიანობის მომავალი შედეგების შეფასების ორიენტირად. წინამდებარე შეტყობინება შესაძლოა შეიცავდეს მნიშვნელოვან რისკებთან ან გაურკვევლობებთან დაკავშირებული პროგნოზული ხასიათის განცხადებებს. ყველა განცხადება, ფაქტების დამადასტურებელი განცხადებების გარდა, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, STADA-ს მომავალი ფინანსური მდგომარეობის, რისკებისა და გაურკვევლობების, სტრატეგიის, კაპიტალური ხარჯების, პროგნოზირებული ხარჯების, გეგმებისა და კომპანიის მიზნების შესახებ განცხადებები, შეიძლება ჩაითვალოს პროგნოზირებული ხასიათის განცხადებებად.
ასეთი სიტყვები, როგორიცაა „ჩაითვალოს“, „მოლოდინი“, „ვარაუდი“, „შეიძლება“, „დაგეგმვა“, „აპირებს“, „იქნება“, „უნდა“, „შეფასება“, „რისკი“ და ანალოგიური გამოთქმები გამოიყენება ასეთი განცხადებების აღსანიშნავად. თავიანთი ბუნებით ისინი დაკავშირებულნი არიან ცნობილ ან უცნობ რისკებთან და გაურკვევლობებთან, რადგან ეკუთვნის მომავალ მოვლენებს და დამოკიდებულია იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება როგორც მოხდეს, ასევე არ მოხდეს მომავალში.
პროგნოზული განცხადებები არ წარმოადგენენ მომავალი შედეგების გარანტიას, და მათზე ზედმეტად დაყრდნობას არ გირჩევთ. STADA საკუთარ თავზე არ იღებს ვალდებულებას განაახლოს ასეთი განცხადებები ახალი ინფორმაციის, მომავალი მოვლენების ან სხვა გარემოებების გამო. არ იძლევა არანაირ გარანტიას პროგნოზების, მიზნობრივ მაჩვენებლებისა და შეფასებების მიღწევის ან სანდოობის შესახებ.
წინამდებარე შეტყობინებას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი, და იგი არ წარმოადგენს ემისიის პროსპექტს, გაყიდვის შეთავაზებას ან ნებისმიერ იურისდიქციაში ფასიანი ქაღალდების შეძენის შეთავაზების მოწვევას. STADA-ს ვებსაიტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვებსაიტის შინაარსი არ წარმოადგენს წინამდებარე შეტყობინების ნაწილს. წინამდებარე შეტყობინების გავრცელება შესაძლოა კანონით შეიზღუდოს; პირები, რომლებსაც აქვთ მასზე წვდომა, ვალდებულნი არიან, თავად მიიღონ ინფორმაცია ასეთი შეზღუდვების შესახებ და დაიცვან ისინი. შეუსრულებლობა შეიძლება განხილული იყოს, როგორც ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა. ამ შეტყობინების ფარგლებში ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები არ არის მოთხოვნილი და არ მიიღება.
წინამდებარე შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მის გამოცხადებამდე შეიძლება ინსაიდერად ჩაითვალოს ევროკავშირის (ЕС) 2014 წლის 16 აპრილის № 596/2014 რეგლამენტის შესაბამისად.
CapVest-ის შესახებ
CapVest Partners LLP — არის private equity-ის სფეროში წამყვანი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია, რომელიც ამბიციურ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც საბაზო საქონლის მიწოდებას და მათი ბიზნესის ტრანსფორმაციის მომსახურებას ეწევიან. კომპანია აქტიურად და გრძელვადიანად ინვესტირებს, მდგრადი შედეგების დემონსტრაციით მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პორტფელის კომპანიების მასშტაბური ზრდის გამო ორგანული ზრდისა და M&A გარიგებების მეშვეობით. ძირითადი დარგებია — ჯანდაცვა, ყოველდღიური სამომხმარებლო საქონელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურება.
STADA Arzneimittel AG-ის შესახებ
STADA Arzneimittel AG — ეს არის ფარმაცევტული კომპანია შტაბ-ბინით ბად-ფილბელში (გერმანია), რომელიც ახორციელებს სამ მიმართულებით სტრატეგიის რეალიზაციას: სამომხმარებლო ჯანდაცვა, ჯენერიკები და სპეციალიზებული პრეპარატები. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
2025 საფინანსო წლის შედეგებით გუნდის შემოსავალმა შეადგინა 4 296 მილიონი ევრო, ხოლო კორექტირებული EBITDA (მუდმივ ვალუტაში) — 960 მილიონი ევრო. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიაში მთელი მსოფლიოს ფარგლებში ირიცხებოდა 11 670 თანამშრომელი.
